ფორუმი კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და შრომით სტანდარტებზე

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და შრომითი სტანდარტები, ამ სახელწოდების ფორუმი იმართება საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, რომელსაც საქართველოში მოქმედი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან.

ფორუმის მიზანს, შრომითი სტანდარტების დანერგვასა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესრულებაში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება წარმოადგენს.

ფორუმის მსვლელობისას ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოში შრომითი სტანდარტების დაცვა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესება.

ღონისძიების შემდეგ, შრომითი სტანდარტების დაცვის საკითხზე ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებისთვის სპეციალური მასტერკლასი გაიმართება, სადაც საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა გახადონ კომპანიებმა შრომითი სტანდარტების დაცვა კომპანიის საქმიანობის სტრატეგიის ნაწილი.