ფორუმი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ “სერ ბანი იასის” ფორუმში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ფორუმში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. „ფორუმის ფარგლებში, დახურულ ფორმატში გაიმართა დისკუსიები საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებზე.