„ფორუმი 2000“ პრაღაში

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე პრაღაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე – „ფორუმი 2000“ ერთ-ერთ პანელში მიიღებს მონაწილეობას. როგორც სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პრაღაში ევროკავშირის არაფორმალური მინისტერიალის შემდეგ, იმართება ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ევროპარლამენტარები და პარლამენტის წევრები სხვადასხვა ქვეყნებიდან.