ფონიჭალაში სპეცოპერაციები ნარკორეალიზატორების დაკავებით დასრულდა
ერთდროულად ოთხი სპეცოპერაცია მიმდინარეობს ფონიჭალაში. უკვე დაკავებულია 4 ნარკორეალიზატორი – ორი ქალი და ორი მამაკაცი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო.