ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულია ოთხი პირი. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჰოსპიტალიზებულთა შორის ერთი მცირეწლოვანია, ერთი პირის, 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა კი რთულია, მას სხეულის 87 % აქვს დამწვარი და მკურნალობას რეანიმაციაში გადის. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, უწყება ყველა საჭირო ღონისძიებას მართავს და დაშავებულებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.