აფეთქება ფონიჭალაში

12:01, 19.11.2026

დღეს დილით ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. ჩამონგრეულია სადარბაზო. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა მეხუთე სართულზე არსებულ ბინაში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ნანგრევებიდან გამოიყვანეს ოთხი დაშავებული, მათ შორის მცირეწლოვანიც.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა დილის 9 საათზე მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, ასევე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობენ.

ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე დედაქალაქის მერი და შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფებიან.

მსგავსი