ფონდის პრეზენტაცია

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი შუამთის მონასტრის აღდგენის ფონდის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას მთავრობის პირველ პირებთან ერთად, სასულიერო პირები და ფონდის დამფუძნებლები დაესწრნენ. შეკრებილებს სიტყვით მიმართა პრემიერ მინისტრმა.

ფონდი ახალი შუამთის უნიკალური მონასტრისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებასა და მის ბაზაზე საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბებაზე იმუშავებს.