დაყადაღებული ფონდები - გამოხმაურებები

ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურისგან სასამართლოს განჩინებას ითხოვს, თუ რის საფუძველზე დააყადაღეს მისი ფონდი. ამ მოთხოვნით დღეს მან პროკურატურაში წერილი დატოვა. ის ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებისას გაცემული თანხების დანიშნულებასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. რაც შეეხება აირწინაღების შეძენის საკითხს, ნანუკას ფონდში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინვენტარის შეძენა ხორციელდებოდა მაშინ, როდესაც აირწინაღების გამოყენება კანონით აკრძალული არ იყო. კიდევ ერთი დაყადაღებული ფონდის „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელმა, გუგა ხალაიამფეისბუქ“-პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, „პროკურატურის განცხადება არის ჩვეულებრივი ცილისწამება! ჩვენს ფონდს ერთი ტრანზაქციაც კი არ აქვს შესრულებული იმ დანიშნულებით, რაც მაგალითებად მოიყვანეს. „ერთმანეთისთვის“ მაგიტომ დაერქვა, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ ინდივიდებსა და ოჯახებს დავდგომოდით გვერდით. აბსოლუტურად ყველა ტრანზაქციაზე იმავე წამს გვაქვს გადახდილი ყველა სახელმწიფო გადასახადი. ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, საბანკო ვალდებულების, ქირის, საკვების, მედიკამენტების, ექიმის მომსახურების და ელემენტარული თვითგადარჩენისთვის საჭირო რეალობის მისაღწევად.“ – წერს ხელაია. რაც შეეხება დანარჩენ ფონდებს, ისინი მედიასთან ამ დრომდე არ აკეთებენ კომენტარს.