ფონდ „ქართუს“ საქველმოქმედო პროექტი

18:30, 14.10.2026

ფონდი „ქართუ“ აგრძელებს საქველმოქმედო პროექტს, გადაშენების პირას მყოფი ველური ფრინველების მოშენება და ველურ ბუნებაში მათი პოპულაციის გაზრდის მიზნით.

ფონდის დაფინანსებით, საჩხერეში ფუნქციონირებს უნიკალური საშენი მეურნეობა, სადაც გადაშენების პირას მყოფ ველურ ფრინველებს, ზრდიან და ამზადებენ. პროექტის ფარგლებში, კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი მთაწმინდის ტყეში გაუშვა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ ოჯახის წევრებთან ერთად. ინიციატივის მიზანია იშვიათი სახეობის ფრინველების ბუნებრივ გარემოში დაბრუნება, გამრავლების ხელშეწყობა, მთაწმინდის ტერიტორიაზე პოპულაციის ეტაპობრივი აღდგენა და გავრცელება.

მსგავსი