ფონდ „ქართუს“ ოფისთან "ლაგუნა ვერეს" გადასარჩენად აქცია გაიმართა

სპორტსმენთა საინიციატივო ჯგუფი ფონდ „ქართუს“ ოფისთან, “ლაგუნას“ გადასარჩენად აქციას მართავს. აქციის მონაწილეები “ქართუ ჯგუფს” “ლაგუნა ვერეს” აღდგენისკენ მოუწოდებენ და ლაგუნასთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მიზნით, ხელმოწერებს აგროვებენ, რომელსაც შემდეგ ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში შეიტანენ.

“ლაგუნა ვერე” 2013 წლის დეკემბერში არამომგებიანობისა და გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო დაიხურა. განახლებული კომპლექსი კი 2015 წელს უნდა გახსნილიყო. აქამდე ცნობილი იყო, რომ კომპლექსის მმართველი ფონდი “ქართუ” იყო, რომელსაც ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნდა განეხორციელებინა.