თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი გაიმართა, რომელიც დედაქალაქის საკრებულოს მხარდაჭერითა და თბილისის მერიის დაფინანსებით უკვე მეოთხე წელია ტარდება. ფესტივალის მიზანია არასახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი თბილისის ბავშვთა ფოლკლორული გუნდების ხელშეწყობა. წელს ტრადიციულ მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის, ათი ფოლკლორული ანსამბლი დააჯილდოვეს. შემოქმედებითი საღამო ყველა მონაწილის ერთობლივად შესრულებული „მრავალჟამიერით“ დასრულდა.