ფოლკლორის საღამო ონში
უნიკალური ფოლკლორული ნიმუშები და აღდგენილი საარქივო ჩანაწერები – ფოლკლორის ცენტრის გუნდი რეგიონებში კონცერტებს განაგრძობს. ამჯერად გუნდთან ერთად საკუთარ შემოქმედებას რაჭის სალოტბარო სკოლები წარმოადგენენ. შესრულდება თითქმის ყველა მხარის ხალხური სიმღერები.
უახლოეს მომავალში ფოლკლორის ცენტრი კონცერტებს სხვა რეგიონებშიც აანონსებს. მიზანი ახალგაზრდებში ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციაა.