ფოლკლორის დარბაზის გახსნა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნა.

ადგილზე თავმოყრილია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოძიებული უნიკალური ფოლკლორული ჩანაწერები, ასევე ბიბლიოთეკის სხვადასხვა ფონდში დაცული დოკუმენტები და ფოტომასალა. დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია სასურველი დოკუმენტების და ჩანაწერების ციფრული ვერსიებიც. დარბაზს რესტავრაცია ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა.  ფოლკლორის დარბაზს ქართველი ლოტბარის, არტემ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა.