ფოლკლორის ცენტრში განახლებული დარბაზი გაიხსნა

18:24, 15.12.2019

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში განახლებული  დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებაზე, ცენტრის დირექტორმა, საქმიანობის სამი წლის ანგარიშიც წარმოადგინა და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა.

საგამოფენო დარბაზში, სალოტბარო სკოლების მოსწავლეებმა, ხალხური სიმღერები და ტრადიციული საგალობლები შეასრულეს. დღესვე პირველად, ცენტრის არქივში დაცული უნიკალური ექსპონატები გამოიფინა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი და მეუფე შიო ესწრებოდნენ. სალომე ზურაბიშვილმა ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ცენტრის სამი თანამშრომელი დააჯილდოვა.

მსგავსი