„ფოფოდიას შვილები“ - ფილმის პრემიერა

ფილმ „ფოფოდიას შვილების“ პრემიერა საფრანგეთში. ავტორი და რეჟისორი – სოფიო ბაბლუანი, პროდიუსერი კი, გელა ბაბლუანია. ნამუშევარი თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა და მისი მოსწავლეების შესახებ მოგვითხრობს და ასახავს საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე მცხოვრები ქრისტიანი და მუსლიმი მოქალაქეების ურთიერთობას. ფილმი საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი პროდუქციაა.