Fly Dubai-ს რეისის ჩამოგდების მცდელობა
მგზავრები, რომლებიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო – ჩამოგდებას გადარჩენილი თვითმფრინავის საქმეს ოთხი ქვეყნის ჩართულობით არაბთა გაერთიანებული საამიროების სამართალდამცავი უწყებები იძიებენ.
ტერაქტი, გატაცების ვერსია თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა – რა მოხდა ჰაერში 10 000 მეტრის სიმაღლეზე, ჰყავდა თუ არა თანამზრახველი პილოტს, რომელმაც ფრენისას საჰაერო ხომალდის მეთაური დანით დაჭრა და ლაინერის ჩამოგდებას ცდილობდა, რა მოტივით მოქმედებდა და როგორ მოახერხა თავდამსხმელმა ბორტზე ცივი იარაღის შეტანა: დუბაი-თელ ავივის მიმართულებით სახიფათო რეისის რეზონანსული საქმე მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დაკავებული მფრინავი საუდის არაბეთში იმყოფება, სადაც თვითმფრინავი საგანგებო სიგნალის გადაცემის შემდეგ დასვეს. ბორტზე მყოფ იმ მგზავრებსა და სარეზერვო ეკიპაჟის წევრებს შორის, რომლებმაც პილოტების კაბინაში შეღწევის შემდეგ თავდამსხმელი შეაკავეს და კატასტროფისთვის განწირული თვითმფრინავის მართვა მოახერხეს, ქართული წარმომავლობის ისრაელელი ექიმი შოთა მუსაევიცაა, რომელმაც დაჭრილი პილოტი გადაარჩინა. ის ისრაელში სხვა მგზავრებთან ერთად საპრეზიდენტო ჯილდოზეა წარდგენილი. „ფლაი დუბაის“ რეისის 174-ვე მგზავრი უსაფრთხოდ იმყოფება.
სახიფათო რეისის მგზავრების მიერ აღწერილი უმძიმესი წუთები და წინასწარი ვერსიები ანეტ მიქელაძის რეპორტაჟში.