ფლორიდის სკოლაში მასობრივ მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლას კრუზი ნეონაცისტური დაჯგუფების წევრი იყო
ფლორიდის ლეონის ოლქის შერიფის 2017 წლის ანგარიშში წერია, რომ დაჯგუფება „Republic of Florida” ახალ წევრებს ეძებდა. აღნიშნული ორგანიზაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში, სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. თავდასხმას ფლორიდის სკოლაში გუშინ 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა