ფლი მარკეტი პარლამენტის შენობასთან

რუსთაველის გამზირზე პროტესტი არ წყდება. აქციის 25-ე დღეს პარლამენტის შენობასთან გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილე პირებს ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, ასევე სუვენირები ჰქონდათ გამოტანილი. მონაწილეობდნენ სტარტაპერებიც.

ორგანიზატორების ინფორმაციით, შესული თანხის 20 პროცენტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების საორგანიზაციო ჯგუფის ანგარიშზე გადაირიცხება.

რაც შეეხება დღევანდელ გეგმებს, გამომსვლელები ამბობენ, რომ მივლენ ყველგან, სადაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები იქნებიან.

პერიოდულად იცვლება პროტესტის ფორმა, თუმცა უცვლელია მოთხონა, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის თაობაზე.