ფიზიკური დაპირისპირება რუსთავში

კიდევ ერთი ფიზიკური ძალადობა – წინასაარჩევნო დაძაბულობის ეპიცენტრად ამჯერად რუსთავი იქცა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი „ქართულ ოცნებას“ თავდასხმაში ადანაშაულებს. დაპირისპირება შარტავას ქუჩაზე მოხდა – იქ, სადაც მერობის ორივე კანდიდატის საარჩევნო შტაბები მდებარეობს. დავით კირკიტაძე ამბობს, რომ თავს მმართველი პარტიის დავალებით დაესხნენ. თუმცა, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ფიზიკურად ძალადობს და მამაკაცს ფეხს ურტყამს თავად დავით კირკიტაძეც, რასაც მერობის კანდიდატი თავდაცვით ხნის. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კი მომხდართან მმართველი პარტიის კავშირს უარყოფს და ამტკიცებს, რომ კირკიტაძის შტაბთან წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ადამიანები პროტესტის გამოსახატად იყვნენ შეკრებილები. ადამიანი, რომელსაც კირკიტაძე ფიზიკურად უსწორდება, თავს რეპრესირებულად და ყოფილ პოლიტიკურ პატიმრად აცხადებს. ჩხუბის დროს დაზიანებები მიიღო ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმაც.