ფიზიკური დაპირისპირება ბათუმში - გამოხმაურება

გიორგი გახარიაზე მომხდარ თავდასხმას შურისძიებას უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, თავად გახარიას პარტიაში კი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ რეჟიმის გადასარჩენად ძალადობს. რაც შეეხება გამოძიებას, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქმე მოიცავს როგორც გიორგი გახარიასა და დიმიტრი სამხარაძეს შორის დაპირისპირების, ისე ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე მომხდარი თავდასხმის ეპიზოდს. როგორც ქორიძე აცხადებს, მას თავს გიორგი მანველიძე და დიმიტრი სამხარაძე დაესხნენ. ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ინციდენტის ამსახველი 24-წამიანი ვიდეო ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა, თუმცა ის სრული არ არის და მომხდარს ნაწილობრივ ასახავს.