ფიზიკური აქტივობის დაბალი დონე და ახალი სტრატეგია

21:46, 12.05.2025

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშესაწყობად ეროვნული სტრატეგიის მიღება იგეგმება.

წინასწარი პროექტი უკვე მზად არის – დოკუმენტის მომზადების პროცესში ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ექსპერტებთან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც იყვნენ ჩართულები. სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაციის გაძლიერება, სპეციალური გაიდლაინების შემუშავება ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებთან ერთად, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებებში ახალი პროგრამების დამატება, საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა – ამ და სხვა აქტივობებს ითვალისწინებს სტრატეგიის პროექტი, რომელიც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.

მსგავსი