ფიზიკური ანგარიშსწორება მეტროში

ერთი ადამიანია დაკავებული მეტრო-სადგურ ,,რუსთაველში” მომხდარ ინციდენტზე. ფაქტის თვითმხილველი პირველი არხის ჟურნალისტი თეონა მანაგაძეა, რომელიც სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს.

გვიან ღამით მეტროში მყოფ ორ ახალგაზრდა მამაკაცს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გაირკვა, რომ თავდამსხმელები ახალგაზრდების საყურეებმა გააღიზიანა. უშუალოდ კონფლიქტის დაწყების მიზეზი კი მატარებლის ვაგონის კარის დაზიანება გახდა.

არსებობს დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალაც, რომელიც ჩვენმა კორესპონდენტმა გადაიღო.

დატოვე კომენტარი