ფიტნეს-კლუბების მოთხოვნა  

სპორტულ-გამაჯანსაღებელი სექტორის წარმომადგენლები მთავრობას ფინანსური და საგადასახადო შეღავათების დაწესებისკენ მოუწოდებენ. კონკრეტულად საუბარია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებასა და სესხების და სალიზინგო ვალდებულებების სუბსიდირებაზე. ერთობლივი განცხადება კლუბების წარმომადგენლებმა გააკეთეს. მათ მუშაობის დროულად აღდგენის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი.