პრემიერი „ფიტჩის“ რეიტინგს ეხმაურება

ფიტჩის“ რეიტინგში საქართველოს წინსვლას პირდაპირი გავლენა ექნება სიღარიბის დაძლევაზე, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „ბიბი მინუსიდან“ „ბიბიმდე“ გაზარდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგიონში არსებული შოკების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით გაიზარდა, გაცვლითმა კურსმა შეინარჩუნა სტაბილურობა და ეროვნულმა ბანკმა შეძლო რეზერვების შევსება.