საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩი“ საქართველოში ინვესტიციების ზრდას პროგნოზირებს. რაც, შესაძლოა, ანაკლიის პროექტსაც უკავშირდებოდეს. კომპანიის ანგარიშში წერია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2018-ში შემცირდა, თუმცა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, მაჩვენებლის გაზრდაა მოსალოდნელი.
სააგენტო მთლიანი შიდა პროდუქტის, სავარაუდოდ, რვა პროცენტამდე მატებას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების, ტრანსპორტის სექტორში მსხვილი ინვესტიციებისა და ანაკლიის პორტის განვითარებას უკავშირებს. „ფიტჩის“ პროგნოზით, გაიზრდება ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებიც და 2019 წლის ბოლოსთვის, სამნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს.