კიდევ ერთი ხმაურიანი ინტერვიუ დიპლომატიური მისიის ამოწურვამდე და გერმანიის ელჩის მორიგი კრიტიკული გზავნილები. პეტერ ფიშერი ოფიციალურ თბილისს ამჯერად „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აკრიტიკებს და გერმანია- ევროკავშირთან გაუარესებულ ურთიერთობებში სრულ პასუხისმგებლობას მხოლოდ ქართულ მხარეს აკისრებს. დემოკრატიული უკუსვლათან და არაერთ სხვა მწვავე შეფასებასთან ერთად, რაც საზოგადოებისთვის არ ახალია, გერმანიის ელჩი ოთხწლიანი დიპლომატიური სამსახურის დასასრულს ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი არ აქვს, თუმცა ამას საკუთარ მოსახლეობას ვერ ეუბნება. ფიშერის შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიზანი მოსახლეობაში ევროკავშირის იდეისადმი მხარდაჭერის შემცირებაა. მწვავეა საპასუხო ბრალდებებიც. მმართველი პარტია ორი ქვეყნის ურთიერთობების დაზიანებაში სწორედ ფიშერის ბრალეულობას ხედავს. აქცენტი კეთდება ორმაგ სტანდარტებსა და უსამართლო დამოკიდებულებაზე. საპარლამენტო უმრავლესობა გერმანელ დიპლომატს „რადიკალების ლიდერად“ აცხადებს და ორ ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზებას მხოლოდ პეტერ ფიშერის წასვლის შემდეგ განიხილავს.