ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა ეროვნულ გალერეაში
ეროვნული გალერეის განახლებულ საგამოფენო სივრცეში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის 50-მდე ნამუშევრის გამოფენა – „ფიროსმანი“ გაიხსნა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ექსპოზიცია კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სამუზეუმო კოლექციების დაცვა-შენახვისა და ექსპონირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეები განახლდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლიმატკონტროლის სისტემით აღიჭურვა.