ფიროსმანის ნამუშევარი - „ირემი“

ფერწერულ ნამუშევარ „ირემზე“, საექსპერტო კვლევის ჩატარების შემდეგ დადასტურდა, რომ ის ნიკო ფიროსმანიშვილს ეკუთვნის. ხელოვნების მუზეუმში ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში კერძო კოლექციაში დაცულ ტილოს ჩაუტარდა კვლევა. დასკვნა ავთენტიკურობის შესახებ გადაეცა მესაკუთრეს.

შეგახსენებთ, გასული წლის 2 აგვისტოს ირაკლი ფარჯიანის სახელობის ექსპერტიზის ლაბორატორიას, საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად მიმართა მოქალაქე ლაშა შენგელიამ და წარადგინა კერძო კოლექციის ზეთით შესრულებული ფერწერული ნამუშევარი, რომელსაც ახლავს ხელმოწერა: „ნიკო ფიროსმანაშვილი“. ინფორმაციას ავრცელებს კულტურის სამინისტრო.