ფიროსმანის „ბატკანი“ მესაკუთრეს დაუბრუნდა 

ნიკო ფიროსმანის ცნობილი ნახატი მალე სამუზეუმო სივრცეს დატოვებს.

რამდენიმეწლიანი სასამართლო დავის შემდეგ ტილო მფლობელს დაუბრუნდა. საუბარია ალანიების ოჯახზე, რომელიც ნახატისთვის ცხრა წლის განმავლობაში იბრძოდა. ფიროსმანის „ბატკანის“ ახალი ისტორია ჯორჯაძის ქუჩაზე მდებარე ანტიკვარული სალონიდან დაიწყო, ალანიებსა და ეროვნულ მუზემს შორის დავით და გამოძებით გაგრძელდა და საბოლოოდ ნახატის მფლობელის სახლის ჩხრეკით და ტილოს მუზეუმში გადატანით დასრულდა.

ალანიებს და ანტიკვარული მაღაზიის მეპატრონეს გამოძიება წლების განმავლობაში ტილოს უკანონოდ შესყიდვას და დოკუმენტაციის გაყალბებას ედავებოდა.