„ფიროსმანი – ზმანება“ – პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში
თეატრის სცენაზე გადატანილი ემოციები და წარმოსახვები და გაცოცხლებული ცნობილი პერსონაჟები – ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას რეჟისორი თეატრალურ დადგმას უძღვნის. მოზარდმაყურებელთა თეატრში მისული მაყურებელი თოჯინური სპექტაკლით მხატვართან და მის გმირებთან დიალოგის მომსწრე გახდება.
სპექტაკლით მოზარდ მაყურებელთა თეატრი მე-100 საიუბილეო სეზონს გახსნის. პრემიერა 13 ოქტომბერს გაიმართება.