„ბუდაპეშტში ტრამპისა და პუტინის შეხვედრის ჩაშლა რუსეთისთვის სტრატეგიული შეცდომაა“ – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა „ესოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა. სტუბის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან საუბრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, სავარაუდოდ, გააცნობიერა, რომ რუსები არანაირ დათმობაზე არ წავიდნენ. სტუბმა აღნიშნა ისიც, რომ როდესაც საქმე პუტინს ეხება, მასთან პირდაპირ და საჯაროდ მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები და ეს ადამიანი ტრამპია. ფინეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა გაზაფხულამდე ნაკლებად სავარაუდოა და ევროპელმა მოკავშირეებმა კიევის მხარდაჭერა კორუფციული სკანდალის მიუხედავად, უნდა განაგრძონ.