ფინეთი დღეს ნატო-ს წევრი ოფიციალურად გახდება

ფინეთი დღეს ნატოს წევრი ოფიციალურად გახდება. პრეზიდენტი საული ნიინისტო ბრიუსელში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესში. ნატო-ს შტაბ-ბინაში ფინეთის დროშა აღიმართება. ქვეყანა ალიანსის რიგით 31-ე წევრი იქნება. ის ამ დრომდე ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ალიანსში დაჩქარებული წესით, ყველაზე მოკლე დროში, განაცხადიდან ერთი წლის ვადაში მიიღეს.