ფინანსური თანამშრომლობა გერმანიასთან

გერმანიასთან ფინანსური თანამშრომლობის კიდევ ერთი ეტაპი. ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სამ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

დოკუმენტები პროფესიული განათლებისა და ენერგეტიკის სფეროებს ეხება. ხელმოწერის ცერემონიაზე დამსწრეებს სიტყვით ფინანსთა და განათლების მინისტრებმა, ასევე გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრის მოადგილემ მიმართეს. ამავე ღონისძიებაზე ივანე მაჭავარიანმა კომენტარი ფოთის პორტთან დაკავშირებითაც გააკეთა. როგორც მინისტრი ამბობს, პორტის გაფართოებაზე საჯარო დისკუსიები არის აუცილებელი, რაზეც სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ.