ფინანსური თაღლითობის ახალი სქემები – ეროვნული ბანკის გაფრთხილება

21:20, 31.07.2026

თაღლითობა ეროვნული ბანკის სახელით. ცენტრალური ბანკი მოქალაქეებს კიბერთაღლითობის ორი ახალი სქემის შესახებ აფრთხილებს. საუბარია ვირტუალური დამნაშავეების ჯგუფზე, რომლებიც მოქალაქეებს ამჯერად ეროვნული ბანკის სახელით, მობილურ აპლიკაციებში უკავშირდებიან და საბანკო ანგარიშებზე წვდომის მოპოვების მიზნით, მათ პირად მონაცემებს სთხოვენ. აქტიურად გამოიყენება თაღლითობის მეორე გზაც, ამ შემთხვევაში მოსახლეობას თაღლითები ფინანსური კომპანიების სახელით უკავშირდებიან და კრიპტოაქტივებით ვაჭრობიდან სარგებლის მიღების მიზნით, მათ ფულის დაბანდებას თხოვენ. როგორ ქვეყნის ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, სქემა კლასიკური „ფინანსური პირამიდაა“, რომელიც გარკვეულ დროში აუცილებლად ჩამოიშლება, მოქალაქეები დაბანდებულ თანხასაც დაკარგავენ და ვერც სარგებელს მიიღებენ.

რა რეკომენდაციებით მიმართავს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს – შალვა სუმბაძე დეტალებით.

მსგავსი