ფინანსური აუდიტის ანგარიში

ცესკო-მ 2017 წლის საარჩევნო პერიოდში თანამდებობრივი სარგოს ორმაგ ოდენობასთან ერთად მილიონ 772 ათას ლარზე მეტი დანამატები გასცა – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსური აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო პერიოდი 22 აგვისტოდან 24 ნოემბრის ჩათვლით განისაზღვრა და კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო პერიოდში, თანამდებობრივი სარგოები ყველა შტატიან და შტატგარეშე თანამშრომელზე გაცემულია ორმაგი ოდენობით.

ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ არ არის დაკონკრეტებული დეტალური მოტივი, თუ რისთვის გასცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხელფასის ორმაგი ოდენობის გარდა დანამატები.