ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინა.

გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. დანაშაული სასჯელის სახით 5 – დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.