ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური "ბადაგონის საქმეზე" მორიგ განმარტებას აკეთებს

“ბადაგონის საქმეზე” მორიგ განმარტებას აკეთებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. უწყებაში აცხადებენ, რომ კომპანიის წილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაზე გამოძიების დაწყება, კომპანია გრაკო ტრეიდინგ ლიმიტედის ” განცხადების შესწავლის შემდეგ გადაწყდა.

საგამოძიებო მოქმედებები კი კანონის სრული დაცვით ხორციელდება. უწყებამ “ბადაგონიდან” მხოლოდ ის დოკუმენტაცია ამოიღო, რომელიც კომპანიაში წილების ცვლილების საკითხს ეხება, რაც, გამოძიების ინფორმაციით, ვერანაირად გამოიწვევს კომპანიის საქმიანობის შეფერხებას.

“ბადაგონის” ამჟამინდელი მენეჯმენტი საკითხზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს.