ფინანსთა მინისტრმა ახალ საგადასახადო ინიციატივაზე თელავში ისაუბრა

ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო რეგიონებში საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.

ფინანსთა მინისტრმა დღეს ახალ საგადასახადო ინიციატივაზე თელავში ისაუბრა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საგადასახადო ინიციატივა განკუთვნილია საქართველოში მცირე მეწარმეობის წახალისებისთვის და ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას.

ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს. საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.