ფინანსთა მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიმდინარე პროექტები საქართველოში და  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა.  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბათუმის შემოვლითი გზის პროექტზე, რომლის თანადამფინანსებელი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკია.

კიდევ ერთი შეხვედრა შედგა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან. ხაზი გაესვა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას.