ფინანსთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში

ფინანსთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში. ივანე მაჭავარიანი საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება. გამოსვლა რამდენიმე წუთში დაიწყება. ცნობილია, რომ ყურადღება გამახვილდება საფინანსო სექტორში მიმდინარე რეფორმებზე.

რამდენად ეფექტიანად სრულდება 2020 წლის ბიუჯეტი, – ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც დეპუტატებს აქვთ.

ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და დღევანდელ გამოსვლას არ დაესწრება.