ფინანსთა მინისტრის განცხადება

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მილიონი დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, ობლიგაციების ვადიანობა ხუთი წლით განისაზღვრა და საპროცენტო განაკვეთი კი, მინისტრის განმარტებით, უპრეცედენტოდ დაბალია.

შეგახსენებთ, რომ ახალი 500-მილიონი დოლარის საგარეო ვალის აღება 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირების მიზნით ხდება. ამ ვალის ძირი თანხის – 500 მილიონი დოლარის დაფარვის ბოლო ვადა 12 აპრილს იყო. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მათ ამ ვალდებულების დაფარვა გასულ კვირაში ბიუჯეტში არსებული თავისუფალი სახსრების მეშვეობით მოახდინეს.

მოამბე

დატოვე კომენტარი