ფინანსთა მინისტრის განცხადება

თავისუფლება ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი ფასეულობა, –  ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სტეფანწმინდაში, ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე განაცხადა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მინისტრმა ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენით, ქვეყანამ საბოლოოდ მოიპოვა შანსი გააგრძელოს ისტორიული გზა, რომელიც ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უკავშირდება.  26 მაისის ღონისძიებაში ანსამბლები შავნაბადა, ერისიონი და ადგილობრივი ჯგუფები მონაწილეობდნენ.