ფინანსთა მინისტრის დაბარება

ლარის დევალვაცია, გაზრდილი საგარაო და საშინაო ვალი თუ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, – ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რაზეც ფინანსთა მინისტრს პარლამენტში მისვლის შემთხვევაში პასუხების გაცემა მოუწევს.

პარტია „ევროპული საქართველო“ ივანე მაჭავარიანს პარლამენტში იბარებს. მინისტრისგან პასუხებს  ოპოზიციის წევრები საკომიტეტო ფორმატში მოითხოვენ. „ევროპული საქართველოს“ ამ მოთხოვნას მმართველ გუნდში პასუხობენ. მათი შეფასებით , მთავრობა საკანონმდებლო ორგანოსთან ისედაც აქტიურად თანამშრომლობს. პარლამენტში კი ივანე მაჭავარიანის მისვლა მინისტრის საათის ფორმატში უკვე დაგეგმილია.