ფინანსთა მინისტრის ბრძანება აქციზურ საქონელზე

ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა. გადაწყვეტილება ფინანსთა მინისტრმა მიიღო. ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე იმპორტის გადასახდელების ვადად 30 დღე იყო განსაზღვრული. ცვლილებებით კი, ყველა კომპანია დაბეგვრის ერთიანი რეჟიმით ისარგებლებს და გადასახდელებს საქონლის გაშვებიდან 5 დღის ვადაში გადაიხდის. ფინანსთა მინისტრის ბრძანება აქციზურ საქონელზე 12 ივნისს შევა ძალაში, სხვა შემთხვევებში კი, 2 ივლისიდან.