ფინანსთა მინისტრი ზუგდიდში მცირე მეწარმეებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ზუგდიდში მცირე მეწარმეებს შეხვდა. მამუკა ბახტაძემ ახალი საგადასახადო ინიციატივების შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, ახალი საგადასახადო ცვლილებების ფარგლებში, რომლის მიზანია, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან, უქმდება გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური ნორმები.

ასევე, 2023 წლის პირველ იანვრამდე გადავადდება მოგების გადასახადის ახალ მოდელზე გადასვლა საფინანსო სექტორისთვის – ბანკები, საკრედიტო კავშირები, სადაზღვევო ორგანიზაციები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ლომბარდები.