ფინანსთა მინისტრი პარლამენტში

კამათის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა ფინანსთა მინისტრის მოსმენა.

ივანე მაჭავარიანი პარლამენტში, ამჯერად „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით მივიდა. ყველაზე მეტი კითხვა მინისტრს იანვრიდან ამოქმედებულ საბანკო რეგულაციებზე დაუსვეს. მითუმეტეს, რომ ორი კვირის წინ, მაჭავარიანმა რეგულაციების შერბილება არ გამორიცხა. მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრს არც დღეს უარყვია, რომ საბანკო სესხების გაცემისას დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა გადაიხედოს. ამ შემთხვევაში აქცენტი იპოთეკურ სესხებზე გაკეთდა.

მინისტრს ბოლო პერიოდის რამდენიმე გახმაურებულ თემაზეც ჰკითხეს. განსაკუთრებით მწვავე იყო მთავრობის წევრის ტონი მაშინ, როცა ის „ომეგას“ საქმეზე საუბრობდა.

დატოვე კომენტარი