ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის მკვეთრ ვარდნას გამოეხმაურა

12:15, 08.09.2018

ლარის კურსის მკვეთრ ვარდნას ფინანსთა მინისტრი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი საკითხს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პერიოდულად რყევები შეიძლება დაფიქსირდეს, რადგან ქვეყანას თავისუფალი ე.წ. მცურავი კურსი აქვს.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 2 ლარი და 61 თეთრი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3 და 4 თეთრია.

 

მსგავსი