გუდაურში „სნოუბორდ კროსის“ დისციპლინაში ფინალური ეტაპი გრძელდება. მსოფლიო თასში 21 ქვეყნის 88 სპორტსმენი ასპარეზობს. ამ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას 2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე ჩვენი ქვეყანა უკვე მესამედ მასპინძლობს. გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენი მიიღო. ღონისძიება „მთის ტრასების სააგენტოსა“ და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
შალვა სუმბაძე პირდაპირ ეთერში გუდაურიდან.