ფინალური ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში

სეზონის ბოლო საერთაშორისო ღონისძიება გუდაურში. სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ფინალური ეტაპი დასრულდა. ქართულმა სათხილამურო კურორტმა 21 ქვეყნის 88 სპორტსმენს უმასპინძლა. შეჯიბრება პირდაპირ ეთერში „ევროსპორტზე“ გადაიცემოდა. საერთაშორისო სპორტული ღონისძიება 2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე საქართველოში უკვე მესამედ გაიმართა. გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენი მიიღო. ღონისძიება „მთის ტრასების სააგენტოსა“ და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.