ფინალური ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში

15:30, 09.03.2025

გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ფინალური ეტაპი დასრულდა. ქართულმა სათხილამურო კურორტმა 21 ქვეყნის 88 სპორტსმენს უმასპინძლა. ეს საერთაშორისო სპორტული ღონისძიება 2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე საქართველოში უკვე მესამედ გაიმართა. გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენი მიიღო. ღონისძიება „მთის ტრასების სააგენტოსა“ და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

შალვა სუმბაძე დეტალებით გუდაურიდან.

მსგავსი